კემბრიჯის ჰერცოგინია, კეიტ მიდლტონი კვლავ ორსულად არის. როგორც დასავლური ტაბლოიდები წერენ, ამის შესახებ მან თავად განუცხადა სამეფო ოჯახის წევრებს, რომლებიც საშობაოდ შეიკრიბნენ.
„კეიტს და უილიამს ყოველთვის უნდოდათ ბევრი შვილი, თუმცა ოჯახში მატებას ასე სწრაფად თავადაც არ ელოდნენ. ამ დროისთვის კეიტი ორსულობის მეორე თვეშია, შესაბამისად, ბავშვი ზაფხულის შუა პერიოდში დაიბადება“, – აცხადებს წყარო.
შეგახსენებთ, რომ წყვილს, რომელმაც 2011 წელს იქორწინა, ორი შვილი ჰყავს: პრინცი ჯორჯი, რომელიც 2013 წლის 22 ივლისს დაიბადა და პრინცესა შარლოტა, რომელიც ქვეყანას 2015 წლის 2 მაისს მოევლინა.

