45 წლის კლაუდია შიფერი და ნაომი კემპბელი და 49 წლის სინდი კროუფორდი, რომელიც თებერვალში თავის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, მოდის სახლ Balmain-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდნენ. 80-90-იანი წლების მოდის ინდუსტრიის ყველაზე მკვეთრი წარმომადგენლები Balmain-ის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სახეები გახდნენ.
შავ-თეთრი ფოტოსესიის ავტორი სტივენ კლაინი გახდა. „მთელი ამ დროის განმავლობაში სახიდან ღიმილი არ მომცილებია. ოცნებები ხდება და ამ შემთხვევაში ეს ფრაზა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ფოტოგრაფმა.







