LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოვლინდა

რეიტინგის პირველ ადგილზე კოლუმბია გავიდა – იმის შესახებ, რომ ცხოვრებით სრულებით კმაყოფილები არიან აქ გამოკითხულთა 85%-მა განაცხადა.

მეორე და მესამე ადგილებზე ფიჯი და საუდის არაბეთი განთავსდა – იქ ბედნიერი მოსახლეობის 82% აღმოჩნდა.

მეოთხე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი – 81%-მა აქ განაცხადა, რომ ყველაფრით ბედნიერი და კმაყოფილია, 18%-მა ნეიტრალური ვარიანტი არჩია, ხოლო 1%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.

მეხუთე ადგილზე ვიეტნამი გავიდა 80%-ით, ხოლო მას არგენტინა და პანამა მოსდევს 79%-ით.

გამოკითხვაში მონაწილეობა 68 ქვეყნის დაახლოებით 66 ათასმა რესპოდენტმა მიიღო.