„ვარსკვლავური ომების“ ბოლო, მეშვიდე ეპიზოდმა უკან ჩამოიტოვა ჯეიმს კემერონის „ავატარი“, რომელიც ამ დრომდე აშშ-ის ყველაზე შემოსავლიან ნამუშევრად ითვლებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რეკორდი ცნობილმა კინოსაგამ პრემიერიდან 20 დღის შემდეგ დაამყარა.
ამ დროისთვის, მსოფლიო მასშტაბით პირველობა კვლავ „ავატარს“ ეკუთვნის, რომლის მოგებამაც 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება „ვარსკვლავურ ომებს“, ამ დროისთვის მისი მოგება 1,6 მილიარდს შეადგენს.
