LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშინგტონში დააკავეს ადამიანი, რომელიც ობამების ძაღლის მოპარვას გეგმავდა

აშშ-ს დედაქალაქში დააკავეს ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ერთ-ერთი ძაღლის მოპარვას გეგმავდა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

საიდუმლო სამსახურის აგენტებმა, რომლებსაც პრეზიდენტის დაცვა ავალიათ, მიიღეს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ დაკოტას მცხოვრები სკოტ სტოკერტი ობამების ოჯახის ორი ძაღლიდან ერთ-ერთის მოსაპარად ვაშინგტონში გაემგზავრა.
ეჭვმიტანილის მანქანაში იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღი და მაჩეტე.

სტოკერტს ბრალად იარაღის ტარების წესის დარღვევა წაუყენეს.

დაკავების შემდეგ, როგორც სამართალდამცველები ამბობენ, ეჭვმიტანილმა რამდენიიმე უცნაური განცხადება გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.