ლაგოდეხის მთებში დაკარგულების ოჯახის წევრები ძებნის სამუშაოების განახლებას და სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენების ჩართვას ითხოვენ. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, იმის შესახებ, რომ სამი ახალგაზრდა დაღესტანში დაკავებული არ არის, სოფელში გუშინ მედიის საშუალებით გაიგეს.
შსს არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკარგული ახალგაზრდები დაღესტნის სამართალდამცველებს ჰყავთ დაკავებული. ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები ლაგოდეხის რაიონში, დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო დაკარგულ 3 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
ლევან ჯალალოვი, ძმები ავთანდილ და დავით სამხარაძეები რომ მეზობელი ქვეყნის საზღვარზე დააკავეს, ოჯახის წევრებმა გუშინ გაიგეს, ინფორმაცია მათ თავდაპირველად თანასოფლელებმა, მოგვიანებით კი ლაგოდეხის გამგებელმა დაუდასტურა.
კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავება ურჩია.
ლაგოდეხის მთებში დაკარგულებს უკვე 10 დღეა ეძებენ.
