LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტაბულას” ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ლესელიძეზე რესტორან ჭაშნაგირში ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რესტორან ჭაშნაგირში ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტებს უცხო პირები თავს დაესხნენ და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

წყარო “ტაბულა”