ლაგოდეხელი ბარბარა სამხარაძე „ნიჭიერის“ გამარჯვებული გახდა. მას სამოთახიანი ბინა, ავეჯის სახლისგან 5000-ლარიანი ვაუჩერი და მანქანა ერგო, გარდა ამისა, რადიოჰოლდინგ „ფორტუნასგან“, როგორც მეგაპროექტის მხარდამჭერისგან, ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთი გადაეცა.
ბარბარა სამხარაძე:
ძალიან გამიხარდა, რადგან ეს იყო მოულოდნელი გამარჯვება, რომელსაც ვერც მე და ვერც ჩემი ოჯახის წევრები ვერ წარმოიდგენდნენ. იმდენი პრიზი ავიღე, რომ მეგონა, გამარჯვებული სხვა გახდებოდა. შოუებს რომ ვუყურებ ხოლმე, ასე ხდება, სხვადასხვა მონაწილეს უამრავ საჩუქარს ჩუქნიან და მერე სხვას აცხადებენ გამარჯვებულად. ამიტომაც მგონი, ჩემ გარდა, ყველა მონაწილე ელოდებოდა, რომ ჩემს სახელსა და გვარს გამოაცხადებდნენ (იცინის). მხოლოდ მე არ მჯეროდა. ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა და თან, მრავალრიცხოვანი. მათ ხომ უამრავი მეგობარი, ახლობელი და ნათესავი ჰყავთ და სხვა ადამიანებიც გულშემატკივრობდნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ მე ჩემი მეზობლებისა და ნათესავების გარდა, კიდევ უამრავმა ადამიანმა დამიჭირა მხარი. იხილეთ სრულად…
