LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიომ Rolling Stone-თან ინტერვიუში შვილებზე ისაუბრა

„ოქროს გლობუსის“ მფლობელი მსახიობი ლეგენდარული ჟურნალის, Rolling Stone-ის გარეკანზე გამოჩნდება. მისი ინტერვიუ ჟურნალის იანვრის ნომერში იბეჭდება და აქ მისი გულშემატკივარი უამრავ საინტერესო ისტორიას წაიკითხავს. ინტერვიუს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაკვეთი გახლავთ შეკითხვა შვილებზე: „თქვენ ალბათ გაინტერესებთ, მინდა თუ არა მყავდეს შვილები იმ სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ. მე ვისურვებდი, არ ვუპასუხო ამ კითხვას, რადგან ყველაფერს სხვანაირად გაიგებენ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მაგრამ თუ დავფიქრდები და გიპასუხებთ, ჩემს სიტყვებს თავდაყირა ამოატრიალებენ“ –  ამბობს დიკაპრიო.

ასევე მსახიობი ელენ დეჯენერსის შოუს სტუმრობდა, სადაც ერთი საინტერესო დეტალიც გაიხსენა გადაღებებიდან. მისი თქმით, წყალქვეშ გადაღებებისას მას ჟანგბადი დაუმთავრდა და სიკვდილს ედვარდ ნორტონმა გადაარჩნა.

 

 

2