ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში მომხდარი აფეთქების სერიას სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ექვსი აფეთქება მოხდა. ცოტა ხნის შემდეგ ახალი აფეთქებების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, სულ მცირე სამი სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელია დაღუპული.
სამართალდამცველების ცნობით, თავდასხმაში 14-მდე ტერორისტი მონაწილეობდა.
Associated Press-ის ინფორმაციით, სამმა თვითმკვლელმა თავი ქალაქის ცეტრში კაფე „სტარბაქსში“ აიფეთქა, კიდევ ორი შეიარაღებული პირი კი პოლიციის განყოფილებას დაესხა თავს იმავე რაიონში. შედეგად პოლიციელი გარდაიცვალა. თავდამსხმელები მიიმალნენ, მათზე ძებნაა გამოცხადებული.
ინდონეზიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, კიდევ სამი აფეთქება მოხდა – თურქეთისა და პაკისტანის საელჩოებთან.
პასუხისმგებლობა ტერაქტებთან დაკავშირებით ჯერ საკუთარ თავზე არავის აუღია.
