LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის სასამართლომ ველოსპედის ქურდს მკაცრი ვერდიქტი გამოუტანა

ბრიტანეთის ქალაქ პლიმუტის სასამართლომ 47 წლის ადგილობრივ მაცხოვრებელს ველოსიპედით სარგებლობა აუკრძალა. სასამართლომ ჯონ ლიდიკოუტი ველოსიპედის ქურდობაში დამნაშავედ სცნო და მას 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გარდა ამისა, ლიდიკოუტს  უფლება არ აქვს მიუახლოვდეს ველოსიპედების ქურდობის ადგილებს – სკოლებისა და უნივერსიტეტების და სიცოცხლის ბოლომდე ეკრძალება ველოსიპედით სარგებლობა. ბრალდებულს ასევე ეკრძალება სხვის ორბორბლიან ტრანსპორტთან 4 მეტრზე ახლოს მისვლა, განთავისუფლების შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილების დარღვევის შემთხვევაში კი, მას ახალი სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი მკაცრი ვერდიქტი სასამართლომ ჯონ ლიდიკოუტის ველოსიპედების ქურდობისკენ პათოლოგიური მიდრეკილების გამო გამოუტანა. პროცესზე 142 ქურდობის 48 შემთხვევა დამტკიცდა. ”ის მიდრეკილია სხვისი ტრანსპორტის მისაკუთრებისკენ და არ შეუძლია საკუთარი თავის კონტროლი”, – აღნიშნა მოსამართლემ.