ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში 12 000 უსახლკაროა, აქედან 7 000 ვენაში ბინადრობს და სწორედ მათთვის შექმნა ბიზნესმენმა პერონ შობერმა პროექტი Shades Tours, რომელიც ვენელ უსახლკაროებს დასაქმების შანსს აძლევს. პროექტის ფარგლებში უსახლკაროები შეძლებენ გაიარონ სპეციალური კურსები, მოაწყონ ექსკურსიები ქალაქში და მსურველებს აჩვენონ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ქუჩაში.
ორსაათნახევრიანი ექსკურსიის პროგრამა სამ ადგილს მოიცავს. გიდი დამთვარიელებლებს ღამის გასათევს, სასადილოს და სოციალური დახმარების სოციალურ პუნქტს აჩვენებს. 10 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის ექსკურსია 150 ევრო ეღირება და სწორედ ეს თანხა გახდება პროექტის დაფინანსების ძირითადი წყარო.
”პროგრამის მიზანია აჩვენოს ადამიანებს რას ნიშნავს ქუჩაში ცხოვრება და გაანთავისუფლოს ისინი შიშისა და ცრურწმენებისგან”, – აღნიშნა ბიზნესმენმა ქალბატონმა და დაამატა, რომ გიდის პირადი ისტორია არ იქნება ექსკურსიის ძირითადი თემა, ”მთავარი მომავალია და ის, თუ როგორ შეუძლიათ ქალაქის მაცხოვრებლებს დაეხმარონ უსახლკაროებს ფეხზე დადგომაში”.
დღეისთვის სწავლება სპეციალური პროგრამით უკვე ოთხმა ადამიანმა გაიარა.
