LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ „გაზპრომს“ ევროპაში გაზის ტრანზიტი გაუძვირა

უკრაინამ „გაზპრომს“ ევროპაში გაზის ტრანზიტი 50%-ით გაუძვირა.

როგორც  უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმერ დემჩიშინმა განაცხადა, უკრაინის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ახალი საფასური 100 კილომეტრზე 4,5 აშშ დოლარს შეადგენს.

რუსულ კომპანია “გაზპრომს” აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.