LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს ხელფასები გაუნახევრდებათ

„ისლამური სახელმწიფო“ საკუთარი წევრების ხელფასებს გაანახევრებს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბრიტანეთში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სირიის მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს დოკუმენტს, სადაც აღნიშნულია, რომ დაჯგუფების ლიდერებმა გადაწყვეტილება „განსაკუთრებული გარემოებების“ გამო მიიღეს. ხელფასი დაჯგუფების ყველა წევრს შეუმცირდება.

ანაზღაურების განახევრება, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ნავთობის ობიექტების დაბომბვამ გამოიწვია.

წლის დასაწყისში აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა სირიასა და ერაყში 270 ობიექტზე განახორციელეს ავიადარტყმები, რუსეთმა კი ათასზე მეტი ობიექტის დაბომბვის შესახებ იუწყება.