კინოხელოვნების ამერიკულ აკადემიაში მასშტაბური და მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება, რომელიც შეეხევა კომიტეტებისა და ჟიურის სტრუქტურას. BBC -ს ინფორმაციით, რეფორმის მიზანია, მეტი უფლებამოსილება მიეცეთ ქალებსა და სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს. 2020 წლისთვის კონოაკადემია გეგმავს ორჯერ გაზარდოს ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების რაოდენობა საკუთარ წევრებს შორის.
„აკადემია წავა წინ და არ დაელოდება, დაეწევა თუ არა მას კინოინდუსტრია,“ – ნათქვამია აკადემიის პრეზიდენტის შერილ ბუნ აიზეკსის განცხადებაში.
