LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში, სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა

კანადაში, პროვინცია სასკაჩევანში მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. BBC-ს ცნობით, მონაცემების დაზუსტებამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად ხუთი გარდაცვლილია.

„ამ მომენტისთვის გარდაცვლილია ოთხი ადამიანი,“ – განაცხადა კანადის პოლიციის წარმომადგენელმა მორინ ლევიმ. მას არ უთქვამს, რამდენი ადამიანია დაჭრილი, პრემიერის ინფორმაციით კი სროლისას 2 ადამიანი დაშავდა.
გარდაცვლილთა სქესი და ასაკი უცნობია, რადგან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დაჭრილები, ლევის ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციელის თქმით, სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია.