ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თბილისში ორი მამაკაცი გარდაიცვალა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
