ქორთნი კარდაშიანმა Instagram-ზე ახალი ფოტოები გაავრცელა, სადაც ის კიმ კარდაშიანთან და კაილი ჯენერთან ერთადაა გადაღებული. დებს არაერთი ფოტო აქვთ გადაღებული საპირფარეშოში, ამდენად ახალი ლოკაციაც არავის გაკვირვებია. ბევრად უფრო საინტერესო გამოდგა კიმ კარდაშიანის სახე, რომელიც მშობიარობის შემდეგ საგრძნობლადაა შეცვლილი.
ცნობილი ვარსკვლავი სახეზე საკმაოდ შეშუპებულია და ამის მიზეზი ბოტოქსია. ცნობილია, რომ კარდაშიანი ბოტოქსის ინექციას სამ თვეში ერთხელ იკეთებს, ორსულობის გამო კი ამ პროცედურებზე უარის თქმა მოუყწია. შესაბამისად შედეგიც სახეზეა: „ცნობილია, რომ ყველა ორსული იმატებს წონაში და სახე საგრძნობლად იცვლება. ჩემი ცხვირი უფრო დიდი გახდა, ლოყების უფრო მასიური და ტუჩებიც უფრო გაიზარდა“-დააკომენტარა კარდაშიანმა სოციალურ ქსელში.
