გია ჯაჯანიძის გადაცემა „სხვა რაკურსის“ კადრს მიღმა, როგორც ჩანს, ბევრი რამ ხდება. ერთ-ერთი ვიდეო თავად ტელეწამყვანმა გააზიარა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. მას ერთ-ერთი რესპონდენტი ესაუბრება, არ ჩანს, ვინ და ამ საუბრისას უეცრად, გიას სიცილი აუტყდება, ვერ ჩერდება, გადაღებას აჩერებს, მშვიდდება და ისევ აგრძელებენ ჩაწერას. როგორც გია ამბობს, მას ყურში რაღაც ჩასძახეს და ამის გამო ჩაბჟირდა და არა რესპონდენტის საუბრის გამო.
