LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე მღებრიშვილმა ქეთათოსთან ერთად ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა ჩაწერა

Ardaidardo.Ge„ისტორიას დარჩება“ ირაკლი ჩარკვიანის შემოქმდებიდან ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა. ის, ქეთათო ჩარკვიანის მონაწილეობით, სტეფანე მღებრიშვილმა ახლახან ჩაწერა და საკუთარ სოციალურ ქსელში განათავსა. მას დიდი მოწონება ხვდა წილად.


სტეფანე წერს:

„2014 წელს პროექტ „ბრავოსთვის“ ჩავწერე ირაკლი ჩარკვიანის ქავერი „India“…  ჩემი ისტორია მქონდა, რატომაც, მაგრამ მას შემდეგ ეს სიმღერა იმდენმა ჩაწერა, არც ახსნას აქვს აზრი და ერთი ჩემგანაც იყოს. ამ ქავერს „მაიმუნები ვართ“ – ასე დავარქვით მე და ქეთათომ. თუ მოგეწონებათ, გამიხარდება…

პ.ს: მას შემდეგ ახლა დავამთავრე. ჩაწერილია: ‪#bravorecords‬

უფლებები დაცულია…“

სიმღერის პრემიერა გაიმართება “არ დაიდარდოს” ეთერში, პარასკევს 29 იანვარს 5 საათზე გადაცემაში “რადიო დუეტი”.