LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიის ყველა მოქალაქე თვეში 2.250 ევროს მიიღებს

შვეიცარიელებს, შესაძლოა, თვეში 2 500 შვეიცარიული ფრანკი (დაახლოებით 2.250 ევრო) გადაუხადონ, იმის მიუხედავად, ადამიანი დასაქმებულია თუ არა. The Independent-ის ინფორმაციით, ბავშვები 625 ფრანკს მიიღებენ, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა ჩატარდება და შვეიცარია იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ყველა მოქალაქეს ფიქსირებული შემოსავალი ექნება.

ეკონომისტების ჯგუფი, რომელმაც პროექტი შეიმუშავა, დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა მუშაობას კვლავ გააგრძელებს იმის მიუხედავად, რომ გარანტირებული შემოსავალი ექნება. ამას ადასტურებს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები. გამოკითხულთა მხოლოდ 2%-მა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში აღარ იმუშავებს.

ფედერალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კენჭისყრა ივნისში ჩატარდება. დამტკიცების შემთხვევაში კი ინიციატივისთვის წელიწადში 208 მილიარდი დოლარი დაიხარჯება.