LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოში სანატორიუმ “მეშახტეს” რეაბილიტაცია დაიწყო

წყალტუბოში, სანატორიუმ ”მეშახტეში” სარეაბილიტაციო სამუშაოები  დაიწყო.

როგორც ”ფორტუნას” წყალტუბოს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურიდან აცნობეს, ამ ეტაპზე სანატორიუმის ტერიტორია შემოღობილია და გარკვეული სახის სამუშაოებიც მიმდინარეობს, თუმცა ჯერ შენობის შიდა რეაბილიტაცია არ დაწყებულა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით (#1589, 20.07.2015), სანატორიუმის მფლობელი შპს “ქეი ბი ფი თბილისია”, რომელმაც ობიექტი პირდაპირი მიყიდვის წესით 2 500 000 დოლარად შეიძინა.

ინვესტორს ვალდებულება ეკისრება ხელშეკრულების გაფომებიდან 3 წლის განმავლობაში სანატორიუმის შენობაში უზრუნველყოს არანაკლებ 100-ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მოწყობა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს “ქეი ბი ფი თბილისი” 2015 წლის 30 აპრილს დარეგისტრირდა. კომპანიის ხემძღვანელად რეესტრის მიხედვით ზვიად ზვიადაძე ფიქსირდება, ხოლო მისი 100%-იანი წილის მფლობელი მალტაზე დარეგისტრირებული კომპანია “ქიმბერლეი ბეტა ფროფერთი ლიმითედია”.

კომპანიამ  რეგისტრაცია 2014 წლის 28 ოქტომბერს გაიარა.