გიორგი ტატიშვილის სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ “ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა”, ჯერ მხოლოდ კანცელარიაში დარეგისტრირდა, ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა.
“სარჩელი ჯერ მხოლოდ კანცელარიაში დარეგისტრირდა და შემდგომ რიგითობის მიხედვით დაიწყება განხილვა. პირველ რიგში, უნდა გადაწყდეს, რამდენად ჩვენი იურისდიქციაა ამ სარჩელზე. საუბარია ერთი და იგივე სქესის წარმომადგენლების ქორწინებაზე. შინაარსს ჯერ არ ვიცნობთ და როცა გავეცნობით შესაბამისი პროცედურების მიხედვით გადაწყდება რამდენად მისაღებია სარჩელი საერთოდ განსახილველად”, – აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.
