LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩანა ბრეგვაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

სახელმწიფო დამკრძალავი კომისიის გადაწყვეტილებით, ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება.
როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განაცხადეს, ამავე კომისიის რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება.

სახელმწიფო დამკრძალავი კომისია პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლით დაკომპლექტდა. ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.