მოწინავე ტექნოლოგიებზე და ლეგენდარული ყველგანმავალი Suzuki-ის მრავალწლიან ტრადიციებზე დაფუძნებული კომპაქტური კროსოვერი – ასე ახასიათებენ მისი შემქმნელები Suzuki Vitara-ს.
Vitara-ს კომპანია Bosch-ის წარმოების თანამედროვე მულტიმედიური სისტემის მფლობელია – დიდი სენსორული ეკრანით და HD გადაწყვეტით. უკანა სვლით მოძრაობისას კი დისპლეიზე უკანა ხედვის კამერიდან გამოსახულების გამოტანაც შეიძლება.
ხელსაწყოთა ფუნქციონალური პანელი, ვრცელი სალონი, სავარძლებზე გადაკრული მაღალი ხარისხის მასალა ახალი Suzuki Vitara-ს ელეგანტური ინტერიერის ნაწილია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ავტომობილის სატვირთო განყოფილების მოცულობაც, რომელიც 375 ლიტრია და ამ სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე დიდია.
გადაცემის ჩანაწერი
