ტრანსგენდერი მოდელი, ანდრეა პეჟიჩი, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც მამაკაცი მოდელი ანდრეი პეჟიჩი, ამჯერად ეპასნური Marie Claire-ის გარეკანზე გამოჩნდება. მოდელი ცნობილი გამოცემის მარტის ნომრის გარეკანის გმირია. ესაა პირველი ფოტოსესია, მას შემდეგ, რაც პეჟიჩმა 2014 წელს სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. Marie Claire-მა უკვე მიანიჭა მას „წლის მოდელის“ ტიტული. აქამდე ამ ტიტულის მფლობელები იყვნენ ირინა შეიკი და ლინდა ევანგელისტა.
ცოტა ხნის წინ, People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ანდრეა გამოტყდა, რომ ყოველთვის ოცნებობდა ქალი ყოფილიყო. ესაა მეორე შემთხვევა კეიტლინ ჯენერის შემდეგ, როცა ტრანსგენდერი მოდელი ცნობილი გამოცემის გარეკანზე ხვდება.
