LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობ კარდაშიანმა ინტიმური ფოტოებით სკანდალურ დებს გადაუსწრო (ფოტო/ვიდეო)

ფიტოგრაფების ობიექტივში ამჯერად კარდაშიანების ძმა, რობ კარდაშიანი ხვდება. ახალი ფოტოებით ვეღარ ვიტყვით, რომ ის სკანდალურ ოჯახში ყველაზე დაბალანსებული ადამიანია. რეალითი-შოუს ვარსკვლავი ამჯერად ლოს-ანჯელესში ცნობილ მოცეკვავესთან და ბიზნესმენთან, ბლეკ ჩაინასთან ერთად გამოჩნდა, წყვილი ერთმანეთს კამერების წინ კოცნიდა და არ ერიდებოდა ურთიერთობის აფიშირებას. კარდაშიანი და ჩაინა ცნობილი ქირურგის, საიმონ აურტინის კაბინეტს სტუმრობდნენ.

ფოტოებიდან ჩანს, რომ რობ კარდაშიანი საგრძნობლადაა დაკლებული წონაში. რაც ეხება ამბერ როუზის საუკეთესო მეგობარს, 27 წლის ბლეკ ჩაინას ატლასის კომბინიზონი აცვია, ხოლო ჩანთა, რომელიც მას უკეთია 2659 ფუნტი სტერლინგი ღირს.