ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელებული ახალი სავაჭრო კომპლექსის პროექტის ფარგლებში „თეგეტა მოტორსი“ ახალ სერვისცენტრს გახსნის.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, „საპარტნიორო ფონდს“ მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის წარმატებით განხორციელებაში, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია რეგიონისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის.
„თეგეტა მოტორსმა“ დამატებით 350 000 ლარზე მეტი ინვესტირება ჩადო აღნიშნულ პროექტში და სერვისცენტრი ევროპული ხარისხის დანადგარებით და მოწყობილობებით აღჭურვა. თვეების განმავლობაში მიდიოდა შერჩეული, ადგილობრივი კადრების მომზადება სათაო ოფისში, ქ. თბილისში, რომლებმაც სპეციალიზებული ტრენინგები გაიარეს პროდუქტების და სერვისის კუთხით. აღნიშნული სერვისცენტრი მოემსახურება ადგილობრივ ბაზარს და სრულად დააკმაყოფილებს ნებისმიერი მომხმარებლის, თუ კლიენტის მოთხოვნებს.
”თეგეტა მოტორსის” ახალი ფილიალი დღეს გაიხსნება.
ცნობისთვის, „თეგეტა მოტორსი“ 1995 წელს დაარსდა. დღეს უკვე ჰოლდინგს 6 შვილობილი კომპანია გააჩნია.
