LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Suzuki Swift-ი იქ, სადაც თავბრუდამხვევი თავგადასავლებია

Suzuki Swift-ი ყველასათვის კარგად ცნობილი მოქნილი და სწრაფი ავტომობილია. ახალგაზრდული სტილი მისი განუყოფელი ნაწილია. როგორც ავტომოყვარულები ამბობენ, ის მუდამ იქ არის, სადაც მხიარულება და თავბრუდამხვევი თავგადასავლებია და Swift – თან ერთად არასოდეს მოიწყენთ!

Swift-ის მართვისას თქვენს განკარგულებაშია ჰალოგენ მულტირეფლექტური მაშუქები, უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, წინა ფარები LED  ნათებით, მწვანედ შეფერილი მინები, თბობადი, ელექტრონულად მართვადი გარეთა სარკე, კონდიციონერი და სხვა ოფციები.

აუცილებლად გაგაკვირვებთ Swift-ის ეკონომიურობა. ეს მოდელი 100 კილომეტრზე საშუალოდ 5 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

ელექტრონული სტაბილურობის პროგრამის დახმარებით კი Swift-ი მუდმივად აკონტროლებს თქვენს მართვას, რაც დამატებით სიმშვიდეს მოგანიჭებთ. ამიტომ მგზავრობისას აუცილებლად დაცულად და თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს.

 

გადაცემის ჩანაწერი