LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსი მამა მესამედ გახდება

რობი უილიამსი და მისი ცოლი ბრიტანული თოქ-შოუს Loose Women-ის სტუმრები იყვნენ. წამყვანთან აიდამ და რობიმ საკუთარ შვილებზე ისაუბრეს.

36 წლის აიდამ განაცხადა, რომ მისი ქმარი უზომოდ ბედნიერი იყო, როდესაც მათი შვილები დაიბადნენ, მეორე ბავშვზე მშობიარობისას კი რობი სასიყვარულო სერენადებს მღეროდა, რათა ცოლის ყურადღება საშინელი ტკივილისგან სიმღერაზე გადაეტანა. აიდა ამბობს, რომ მშობიარობის დროს ქმრის სიმღერა ძალიან დაეხმარა.

ამასთან, მომღერლის ცოლმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მათ ოჯახში, შესაძლოა, კიდევ ერთი ბავშვი გაჩნდეს.

„ვერც კი წარმომიდგენია, როგორი იქნება ჩემი მესამე მშობიარობა,“ – განაცხადა მისის უილიამსმა.