დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცს მატარებელი დაჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
მას „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი, სავარაუდოდ, ლიანდაგის იმ ნაწილზე გადადიოდა, სადაც ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება აკრძალულია.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
