McDonald’s-მა Happy Meal-ის ყუთისგან ვირტუალური რეალობის სათვალე შექმნა – სიახლე შვედეთის 14 რესტორანში გაიყიდება. აქცია ორი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში და ჯამში კომპანია 3,5 ათას სპეციალურ ყუთს გამოუშვებს.
ბავშვებს სათვალის აწყობა თავად შეეძლებათ, Google Cardboard-ის პრინციპის მიხედვით. იმისათვის, რომ ვირტუალური რეალობის სამყაროში მოხვდეთ, აუცილებელი იქნება სათვალეში სმარტფონიც ჩასვათ.
