LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლანეტის უმდიდრესი ადამიანი კვლავ ბილ გეითსია

ჟურნალმა „ფორბსმა“ ტრადიციული რეიტინგი გამოაქვეყნა და პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გამოავლინა. პირველ ადგილზე კვლავ Microsoft-ის თანადამაარსებელი ბილ გეითსი იმყოფება. პროგრამისტის ამჟამინდელი მდგომარეობა 75 მილიარდი დოლარია.

მეორე ადგილს ესპანელი ბიზნესმენი, ბრენდ „ზარას“ დამაარსებელი ამასიო ორტეგა იკავებს 67 მილიარდით. მესამეზე კი Berkshire Hathaway-ს დამფუძნებელი, უორენ ბაფეტი იმყოფება 61 მილიარდი დოლარით.