LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემ სმიტი სოციალური ქსელებისგან დაისვენებს

28 თებერვალს სემ სმიტმა თავისი პირველი „ოსკარი“ აიღო „ბონდიანას“ საუნდტრეკისთვის „Writing’s On the Wall“, ამჯერად კი მომღერალი 4,6 მილიონ გამომწერს სოციალური ქსელიდან დაემშვიდობა.

„რაღაც დროით ვტოვებ სოციალურ ქსელებს“, – დაწერა მომღერალმა. შეგახსენებთ, რომ „ოსკარებზე“ მისმა სამადლობელმა სიტყვამ ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია – სმიტმა განაცხადა, რომ ის პირველი გეია, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო, ამ სიტყვებით კი ელტონ ჯონი და ჯოდი ფოსტერი გაანაწყენა.