LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი ცნობილ ნეიროქირურგზე ფილმს გადაიღებს

ბრედ პიტი და მისი საპროდიუსერო კომპანია Plan B ფილმს გადაიღებს.  ეს იქნება ბიოგრაფიული ნამუშევარი ექიმ ალფრედო კინიონეს-ინოჰოსზე, რომელიც 19 წლის ასაკში არალეგალურად წავიდა მექსიკიდან ამერიკაში, დღეს კი ის ერთ-ერთი ცნობილი ნეიროქირურგია შტატებში და აქტიურად მუშაობს თავის კიბოს პრობლემაზე.

ამ დროისთვის უცნობია ვინ იქნება ფილმის რეჟისორი ან როდის გამოვა ის კინოგაქირავებაში. პროექტზე სტუდია Disney იმუშავებს.