LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე ისტორია, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ სამყაროს სიკეთე გადაარჩენს

სიკეთე და სიყვარული – ეს არის ის ორი აუცილებლობა, რაც პლანეტას გადაარჩენს, – შესაძლოა ეს უკვე საკმაოდ ბანალური და გაცვეთილი ფრაზაა, თუმცა ნამდვილად არის ის, რაც სიცოცხლეს აზრს აძლევს.

 

 

 

 

ვეტერინარმა საკუთარ სახლში 1000 კატა შეიფარა

6978010-650-1456837070-3000

7 წლის განმავლობაში, 67 წლის ლინი ლატაციოს ქუჩიდან აყავდა კატები და მათ მკურნალობდა, რათა ახალ ოჯახებს მეტი მონდომებით მიეღოთ. დღესდღეობით ლინის სახლში 1000-მდე კატა ცხოვრობს.

 

დასუფთავების სამსახური უფასო მომსახურებას სთავაზობს სიმსივნით დაავადებულ ქალბატონებს
6977510-650-1456837070-12185558_10153168489365778_7322118365104083989_o

კომპანიის დამაარსებელს, დები სარდონს ეს იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც ერთ-ერთმა კლიენტმა დაურეკა და აცნობა, რომ სანამ სიმსივნით მკურნალობის კურსს არ გაივლიდა, მათი მომსახურებით ვერ ისარგებლებდა.

კომპანიის მიზანია, დაავადებულ ქალბატონებს ზედმეტი საზრუნავი და დატვირთვა თავიდან ააცილოს. 2006 წლიდან, ფირმამ 19 000 ქალბატონს გაუწია დახმარება, რაც საერთო ჯამში 5,5 მილიონ დოლარს გულისხმობს.

 

მამაკაცი ყოველ კვირა ყიდულობდა უსახლკაროს ყავას, მან კი სიკეთითვე უპასუხა

6977410-650-1456837070-collage

ჯო უილსონი ხშირად ეპატიჟებოდა უსახლკარო მამაკაცს ცხელ ყავაზე, რაც განსაკუთრებით ყინვების დროს მისწრება იყო. ერთხელაც, როდესაც კაფეში სასაუზმოდ შევიდა და ბოლოს ანგარიში მოითხოვა, ოფიციანტმა უპასუხა, რომ მისი გადახდილი იყო. აღმოჩნდა, რომ უსახლკარომ რამდენიმე საათის წინ ლატარეაში 20 ფუნტი მოიგო და კეთილ ადამიანს სიკეთითვე უპასუხა.

 

მესიმ ავღანელ ბიჭუნას ოცნება აუსრულა

6977610-650-1456837070-futbolka-messi-27-1-990x557

პატარა ბიჭუნას ფოტო, რომელსაც პოლიეთილენის პარკისგან „შეკერილი“ მაისური ეცვა, ინტერნეტ-ჰიტი გახდა. ცოტა ხანში კი მას ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა: ლიონელ მესიმ, რომლის სახელობის მაისურიც ეცვა პატარას, ავტოგრაფიანი ნამდვილი ზედა უსახსოვრა.

 

სტუდენტი უსახლკაროს პანიკური შეტევის გამკლავებაში დაეხმარა

6977860-650-1456837070-865

კანადელი სტუდენტს, რომელიც ავტობუსში იჯდა, მამაკაცი მიუახლოვდა, მისი ხელი დაიჭირა და გვერდზე მიუჯდა. თავდაპირველად ბიჭი დაიბნა, თუმცა მალე გაირკვა, რომ მას უბრალოდ დახმარება სჭირდებოდა – ის ცერებრალური დამბლით იყო დაავადებული, ამასთან იყო სმენადაქვეითებული, ამიტომ ხალხით სავსე ავტობუსმა შეაშინა, დასამშვიდებლად კი ბიჭს დახმარებისთვის მიმართა.

 

ქალს სახლში მიჰყავს ავადმყოფი ბავშვები, რომლებზეც უარი დედებმა თქვეს

6977810-650-1456837070-564

მძიმე დაავადების გადატანის შემდეგ, კორი სალჩერტი მედდად ვეღარ მუშაობდა. სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა მას იდეა, დაეხმაროს დაავადებულ ბავშვებს, რომლებზეც მშობლებმა უარი თქვეს. მას მერე, მეუღლესთან ერთად ის სხვისი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვის.