LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელი თაყვანისმცემელ გოგონას მეგობარი ბიჭისთვის ხელის თხოვნაში დაეხმარა (ვიდეო)

ამ დღეებში, ბელფასტში გამართული კონცერტის მსვლელობისას, ადელს თაყვანისმცემელმა უცნაური თხოვნით მიმართა. გოგონას საყვარელი მამაკაცისთვის, ადელის დახმარებით, ხელის თხოვნა სურდა. მოგეხსენებათ, რომ 29 თებერვალს, ზოგიერთ ქვეყანაში გოგონას თავად შეუძლია ხელი სთხოვოს საყვარელ მამაკაცს.

ამჯერადაც ასე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭმა „შესაძლოა“ უპასუხა, ადელმა აიძულა, „კისა“ და „არას“ შორის არჩევანი გაეკეთებინა. საბოლოოდ ახალგაზრდა მამაკაცმა მეგობარი გოგონას ხელის თხოვნას თანხმობით უპასუხა.