LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიდი გაგამ ძალადობის მსხვერპლთა მხადასაჭერად ახალი ტატუ გაიკეთა (ფოტო)

ლეიდი გაგამ, რომლის ემოციური გამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო ოსკარების დაჯილდოვების ცერემონიაზე, ამჯერად ახალი ტატუ გაიკეთა. მომღერალმა მარცხენა მკლავზე ძალადობი სიმბოლო ამოისვირინგა. ამით ეპატაჟური მომღერალი იმ ადამიანებს უცხადებს სოლიდარობას, ვინც მასთან ერთად გამოვიდა ოსკარების სცენაზე სიმღერის შესრულების დროს.

თავად სიმღერა Til It Happens to You წარდგენილი იყო ოსკარზე წლის საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციაში. ის წარმოადგენს მუსიკალურ თემას დოკუმენტური ფილმისთვის The Hunting Ground, რომელიც საუნივერსიტეტო კამპუსში მომხდარ ძალადობაზე მოგვითხრობს.