LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვქნათ, თუ ბავშვს სწავლა არ უნდა?

“ჩემს შვილს არაფრის კეთება არ უნდა…” – ხშირად ჩივიან მშობლები ფსიქოლოგებთან, თვითონ კი ან არაფრით ეხმარებიან ან პირიქით, ზედმეტად აქტიურად ერევიან ბავშვის ცხოვრებაში. ფსიქოლოგები  გვარწმუნებენ, რომ სწორად მოქმედების შემთხვევაში, მშობლებს თავისუფლად შეუძლიათ ჩამოუყალიბონ ბავშვს გარკვეული უნარები და შეაყვარონ სწავლა.

კარგია თუ არა მშობლების ზედმეტი ჩართულობა სწავლის პროცესში?

მშობლების უმეტესობა, როგორც წესი ზედმეტადაა ჩართული სწავლის პროცესში ანუ მშობლები თვითონ სწავლობენ ბავშვის მაგივრად – ულაგებენ ჩანთას, აკეთებენ საშინაო დავალებას და სხვა. ბევრ მშობელს ეჩვენება, რომ სკოლაში კარგად სწავლა მისი შვილის წარმატებული და უზრუნველყოფილი მომავლის გარანტიაა. რა თქმა უნდა, სიმართლე ამაში არის, თუმცა არც ის დაგავიწყდებათ, რომ მნიშვნელოვანია არა მარტო ნიშნები, არამედ ნიჭი და ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას სკოლის დამთავრების შემდეგ დარჩება. თუ სკოლაში სწავლის პერიოდში, ბავშვი ხშირად განიცდის სტრესს, დაძაბულია და თავს დამცირებულად ან დაჩაგრულად გრძნობს, მაშინ სკოლის დამთავრების შემდეგ, მას ძალიან გაუჭირდება სწავლის შეყვარება. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ სკოლაში სწავლა რთული პროცესია. თუმცა, არც ისე რთული, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად ვერ შეძლოს მისი დაძლევა. მიეცით მას მეტი თავისუფლება, მაგრამ ნუ მოსთხოვთ გადაახტეს საკუთარ თავს და რეალობად აქციოს ყველა თქვენი განუხორციელებელი გეგმა და ოცნება.

13264480811

ბავშვების სიზარმაცე

ზოგადად ბავშვები არ არიან ზარმაცები, უბრალოდ საჭიროა მათი სწავლის პროცესის – მუშაობის და დასვენების სწორად განაწილება. ხშირად ბავშვი უყურადღებო და დაბნეულია, რაც მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ სკოლის ასაკამდე ის ვერ შეეჩვია მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად ცხოვრებას ანუ მშობლები ყველაფერს მის მაგივრად აკეთებდნენ და ხელს უშლიდნენ თვითრეალიზაციაში. რა უნდა ვქნათ? დავანებოთ თავი ბავშვის კონტროლს და მივცეთ მას სრული თავისუფლება? – რა თქმა უნდა, არა. თუმცა, საჭიროა, პერიოდულად მისცეთ მას დამოუკიდებლად მოქმედების შანსი, რაც დაეხმარება განავითაროს საკუთარ თავში მეცადინეობის უნარი, დადებითი რეზულტატის მიღების შემდეგ კი, აუცილებლად წაახალისეთ!

შექება, შექება და კიდევ ერთხელ შექება!

ბავშვი ბევრად სწრაფად მიაღწევს წარმატებას, თუ ყველა მისი ნაბიჯი და თუნდაც უმნიშვნელო წარმატება აღნიშნული და დაფასებული იქნება. არაა საჭირო ყველა წვრილმანის კრიტიკა, პირიქით დაარწმუნეთ, რომ ყველა მარცხი დროებითია და მალე გაივლის. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, გონიერება და თქვენი შვილი აუცილებლად ყველა სირთულეს დაძლევს და მიაღწევს წარმატებას!