LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარტნიორო ფონდსა და ჩინეთის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჩინეთის სინძიანის პროვინციის უმსხვილესი ბიზნეს საკონსულტაციო კონპანია Huahe International-სა და საქართველოს საპარტნიორო ფონდს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, მემორანდუმის თანახმად, მხარეების მიზანია ხელი შეუწყონ საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას, ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების განხორციელებას.

მათივე ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის უმსხვილესი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია მასშტაბური პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებსა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტრი  დავით საგანელიძე 2016 წლიდან აღნიშნული კომპანიის მიწვევით  Huahe International-ის  კონსულტანტ მრჩეველია.