LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორენციაში საერთაშორისო ვორქშოფი გაიმართება

ფლორენციაში, 6 – 13 მარტს საერთაშორისო ვორქშოფი – “ქალაქის იდენტობის და კულტურის კვლევა: ისტორიული ურბანული ქსოვილი და თანამედროვე გარემო” გაიმართება .

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განაცხადეს, სამინისტროს დაფინანსებით პროექტში მონაწილეობას ქართველი სტუდენტები მიიღებენ.

მათივე ინფორმაციით, ვორქშოფის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ საერთაშორისო გარემოში მუშაობის გამოცდილება. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ ინოვაციური, მულტიმედიური ტექნოლოგიით შექმნან ე.წ. მოგზაურის რუკები, რომლებიც კონკრეტული ურბანული სივრცის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ისტორიული ფენების, ყოფაცხოვრების და ტრადიციების შესწავლისთვის გამოიყენება.

პროექტი მიმდინარეობს სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის ვიზუალური კომუნიკაციისა და მედიახელოვნების ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ნანა იაშვილისა და ფლორენციის უნივერსიტეტის, არქიტექტურის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, პაოლა პუმას ხელმძღვანელობით.

პროექტში მონაწილეობას იტალიელი, ბელგიელი და ქართველი სტუდენტები იღებენ.

konf-1