ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2015 წლის IV კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 15.1 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 7.4 მლრდ. ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 82.4 პროცენტი; საშუალო ბიზნესი – 9.2 პროცენტი; მცირე ბიზნესი – 8.4 პროცენტი.
ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილი ბიზნესი – 80.3 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 10.3 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 9.4 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კვარტლის განმავლობაში 12.7 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 7.2 მლრდ. ლარი შეადგინა.
საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 73.0 პროცენტი, საშუალო ბიზნესი 8.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 18.1 პროცენტი.
თითქმის იდენტური ვითარებაა გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებზეც: მსხვილი ბიზნესი – 82.0 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 9.5 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 8.5 პროცენტი.
