LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწარმოთა დანახარჯებმა პერსონალზე 1779.5 მლნ ლარი შეადგინა

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2015 წლის IV კვარტალში საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 584.5ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 40.4 პროცენტი ქალია, ხოლო 59.6 პროცენტი – კაცი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 61.2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 16.1 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 22.7 პროცენტი.

საწარმოებში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 564.2 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 40.9 პროცენტი ქალია, ხოლო 59.1 პროცენტი – კაცი.

დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 63.1 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 16.4 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 20.5 პროცენტი.

საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე შეადგინა 1779.5 მლნ. ლარი, რომლის განაწილება საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი ბიზნესი – 74.1 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 14.3 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 11.6 პროცენტი.