LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიომ ძმაკაცებთან ერთად იშოპინგა (ფოტო)

ლეონარდო დიკაპრიოს არც ოსკარებამდე აკლდა ფოტოგრაფების ყურადღება, თუმცა ამ გამარჯვების შემდეგ ის კიდევ უფრო საინტერესო გახდა პაპარაცებისთვის. ამჯერად ლეო ლოს-ანჯელესის ქუჩებში მეგობარ ბიჭებთან ერთად გამოჩნდა. ოსკაროსანი მსახიობი ცდილობდა ქუდსა და სათვალეებში შეუმჩნეველი დარჩენილიყო, თუმცა, ცნობისმოყვარე ფოტოგრაფებმა მაინც გამოარჩიეს ის უამრავ დამიანს შორის.

ძმაკაცებთან ერთად ქუჩაში გამოსული ლეო რამდენიმე მაღაზიაში შევიდა. ის ისე მისეირნობდა ლოს-ანჯელესის ქუჩებში, რომ სავარაუდოდ ბევრმა ადამიანმა ის ვერ იცნო. ზოგადად სხვა სელებრითებისგან განსხვავებით, დიკაპრიო არასოდეს ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიქცევას საკუთარი გარეგნობით, არ აქვს განდიდების მანია და თავისუფალ დროს უახლოეს მგობრებს უთმობს.