LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემი საკერავ მანქანას მიუჯდა (ფოტო)

ვიქტორია ბექჰემი არ მიეკუთვნება იმ ფსევდო დიზაინერების რიცხვს, რომელთა მონაწილეობა კოლექციის შექმნაში, მხოლოდ ესკიზების დამტკიცებაა. მომღერალი თავადაც აქტიურად მონაწილეობს ესკიზების შექმნაში და როგორც ჩანს, სამოსსაც თავად კერავს. ამის დასტურად ბექჰემმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე საკერავ მანქანასთან გადაღებული ფოტო გააზიარა. ის თეთრ ხალათში საკერავ მანქანას უზის და თავად კერავს სამოსს. ვიქტორია წერს, რომ ახალ კოლექციაზე მუშაობას ახლახანს შეუდგა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორია ბექჰემმა წინა სახელობითი კოლექცია უკვე წარმოადგინა ნიუ-ორკის მოდის კვირეულზე.