LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერის შემსრულებლები აუტიზმის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ერთიანდებიან!..

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 4 აპრილს მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს. ცნობილი საოპერო შემსრულებლები საქველმოქმედო ღონისძიებისთვის ერთიანდებიან. კონცერტი აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება.

საქართველოში სპეციალურად ამ თარიღისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ქართველი შემსრულებლები მოიყრიან თავს. მომღერლები: თამარ ივერი, ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე,  გიორგი გაგნიძე, ქეთევან ქემოკლიძე, შალვა მუქერია  და პიანისტი დავით ალადაშვილი აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის უკეთესი მომავლის აშენებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

 

0718cd3d-d437-4163-b7c7-c3e870855cc9