LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეტლით მოსარგებლე ქალბატონებისთვის გამოფენა მოეწყო

8 მარტს, სასტუმრო `თბილისი მარიოტში” ქართველმა ფოტოხელოვანმა გიორგი ცაავამ თავისი სადებიუტო პერსონალური ფოტო გამოფენა სახელად „ცხრა“ მოაწყო, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს მიუძღვნა.
პროექტი განხორციელდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის „შეზღუდული შსაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინკლუზია“ ფარგლებში და მასში პროგრამის  სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და საქმიანობის 9 ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდა ქალბატონი მონაწილეობდა.

„8 მარტთან დაკავშირებით მინდოდა რამის გაკეთება ქალბატონებისთვის და მოვიფიქრე ეს იდეა, რომ გამოფენა მიმეძღვნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მანდილოსნებისთვის. ამის განხორციელებაში ძაან დიდი წვლილი მიუძღვის ბევრს ადამიანს რომლებიც გვერდში დამიდგნენ და თავად გოგონებიც სიხარულით დამთანხმდნენ, ამიტომ გადაღებები ძალიან სახალისოდ მიმდინარეობდა “,-აღნიშნა ფოტოგრაფმა.

ექსპოზიციას  პირველი ლედი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილიც დაესწრნენ, მაკა ჩიჩუამ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა – „პირველ რიგში, ვულოცავ ყველა ქალს ქალთა საერთაშორისო დღეს! ვუსურვებ წარმატებას, ბედნიერებას, სიხარულსა და ყველაფერს საუკეთესოს. ეს პროექტი სწორედ ის ნაბიჯია, რომელიც სხვა ხელოვანებსაც მისცემს იმის სტიმულს, რომ უფრო მეტი იმუშაონ მსგავს თემაზე. ამ ნამუშევრებით გამოჩნდა, რომ ფანტასტიკურად შეიძლება წარმოაჩინო ეტლით მოსარგებლე სპორტსმენი ქალი ასეთ ლამაზ და მომხიბვლელ ფორმაში”.