LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანულენოვანი წიგნის პრეზენტაცია “ალექსი მაჭავარიანი, კომპოზიტორი და დრო”

10 მარტს, 18 საათზე საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და გოეთეს ინსტიტუტი ერთობლივად წარმოადგენენ მუსიკათმცოდნე მანანა კორძაიას წიგნის „ალექსი მაჭავარიანი: კომპოზიტორი და დრო“ გერმანული თარგმანის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრის და კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა.

წიგნი ქართულიდან გერმანულად თარგმნა ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა.

წიგნი 2015 წელს გამოიცა გერმანულ მუსიკალურ გამომცემლობა „ვოლკე“-ს მიერ და მარტში წარმოდგენილი იქნება `ლაიფციგის” წიგნის ბაზრობაზე. ეს გამოცემა პირველი გერმანულენოვანი მონოგრაფია გახლავთ ქართველ კომპოზიტორზე.

წიგნის პრეზენტაციას გაუძღვება მუსიკათმცოდნე, პროფესორი რუსუდან წურწუმია. პრეზენტაციის დასასრულს ნაჩვენები იქნება ფილმი ალექსი მაჭავარიანის შემოქმედებაზე „ერთი ოკეანის საიდუმლოება“, რომელიც ნანა კიკნაძე-შადურმა კომპოზიტორის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაიღო.

44d75eec-9493-42b9-986d-dc2b1d421f82

 

Goethe_Institut_Logo_web