LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხეზე კვეთის გაკვეთილები ”ჩუქურთმისგან”

ბორჯომის რაიონში მდებარე საამქრო ”ამხანაგობა ჩუქურთმა” მსურველებს ხეზე კვეთას ასწავლის. როგორც ”ფორტუნას” საამქროს დამფუძნებელმა თემურ მაისურაძემ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მ საქმეში დიდი შემოსავალი არ არის, ხეზე კვეთის ტრადიცია უძველესი ქართული საქმეა და ეროვნული ტრადიციები არ უნდა დაიკარგოს.

”ამიტომ, სრულიად უანგაროდ, ნებისმიერ მსურველს, ხეზე მუშაობას შევასწავლით”, – განაცხადა მაისურაძემ.

მისივე ინფორმაციით, საამქრო შეკვეთებზე მუშაობას. რაც შეეხება წარმოებულ პროდუქციას ”ამხანაგობა ჩუქურთმაში” ძირითადად ხის ნაკეთობები იქმნება, თუმცა ცოტა ხნის წინ საამქრომ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებზე მუშაობაც დაიწყო.

”მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, შევიძინეთ ახალი ხის გადასამუშავებელი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დასამზადებელი დანადგარები, ასევე ავტომანქანა. სახელმწიფომ დაგვაფინანსა 15 ათასი ლარით, რამაც წარმოების განვითარების შესაძლებლობა მოგვცა”, – აღნიშნა საამქროს დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, საწარმოში დამზადებული ხის ნაკეთობები საკმაოდ ძვირადღირებულია და მათი ფასინ 100 დოლარიდან იწყება და 5 ათას დოლარამდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია ნაკეთობის სირთულეზე, ასევე ხის მასალის ხარისხზე.

ცნობისთვის, “ამხანაგობა ჩუქურთმა“ წლების წინაც საქმიანობდა, თუმცა სტიქიური უბედურების შედეგად საამქრო მთლიანად განადგურდა.

ამხანაგობის სამმა წევრმა წარმოების  ამუშავება სახელმწიფო პროგრამის–  „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით 2015 ზაფხულში შეძლო.