LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

58 წლის მელანი გრიფიტი 90-იანების იმიჯით დაბრუნდა (ფოტო)

მსახიობი ანტონიო ბანდერასთან განქორწინების შემდეგ კიდევ უფრო ხშირად ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამჯერად 58 წლის ვარსკვლავი წვიმიან ლოს-ანჯელესში გადაიღეს. ის ფანტასტიურად გამოიყურებოდა ნაქსოვ სვიტერსა და ტანზე მომდგარ შარვალში. ვარცხნილობა კი სწორედ ისეთი ჰქონდა, როგორც 90-იანი წლების პოპულარულ კინოფილმებში.

ცოტა ხნის წინ ჟურნალ People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მელანი გრიფიტი გამოტყდა, რომ განქორწინება მისთვის ცხოვრების ახლიდან დაწყების კარგი შანსია. მსახიობმა ახლახანს დაასრულა მუშაობა ფილმზე The White Man Runs Away, სადაც მისი პარტნიორი ალ პაჩინოა.